აქციაზე დაკავებულ 21 წლის ბიჭს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

21.11.24 13:27
აქციაზე დაკავებულ 21 წლის ბიჭს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გომელაურის წუყებამ 19 ნოემბერს გამართული აქციის მონაწილე მათე დევიძე დააკავა. 21 წლის ბიჭს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან. 

შსს-ში ამბობენ, რომ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებული აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა.