როდის აპირებს "ოცნება" პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნას?

21.11.24 14:03
როდის აპირებს "ოცნება" პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნას?

როდის აპირებს "ოცნება" პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნას - უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ უნდა ჩაინიშნოს.

„ამის კონკრეტული ვადა განსაზღვრულია. ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როცა საქართველოს პარლამენტში პირველი სხდომა ჩაინიშნება“, - აღნიშნა მან.

მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა.

პრეზიდენტობის კანდიდატზე დღეს საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, არცერთი სიტყვა. ჯერ ვნახოთ. რა თქმა უნდა, ვერსიები უამრავი არსებობს, მაგრამ ტყუილად ნუ იმარჩიელებს ნურავინ, ჯერ ჩვენ პოლიტსაბჭოზეც კი ამაზე არ გვიმსჯელია", - განაცხადა მდინარაძემ.