ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი საქართველოზე: გააგრძელეთ ახალი არჩევნების ორგანიზება საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ"
"პირველების" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი საქართველოზე - ევროპული გაერთიანების წევრები "ქართულ პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდებენ, საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ახალი არჩევნების ორგანიზების პროცესი განაგრძონ".
ევროპარლამენტის სარეზოლუციო დოკუმენტის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, პოლიტიკური სუბიექტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინკლუზიურ დიალოგში აქტიური ჩართულობა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დაძლევას განაპირობებს.
ამასთან, ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილი დარღვევები საფუძვლიანად, სწრაფად და გამჭვირვალედ იქნას გამოძიებული - "გმობს საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის".
სარეზოლუციო დოკუმენტის მთავარი მიგნებები ნახეთ ვრცლად აქ