ეკა ბესელიამ პროკურატურა დატოვა - პოლიტიკოსი გამოკითხვის დეტალებს ყვება

21.11.24 17:19
ეკა ბესელიამ პროკურატურა დატოვა - პოლიტიკოსი გამოკითხვის დეტალებს ყვება

ეკა ბესელიას გამოკითხვა დასრულებულია - პოლიტიკოსი და იურისტი ამბობს, რომ გამომძიებლებს  არჩევნების გაყალბების უტყუარი მტკიცებულებები წარუდგინა, მათ შორის ოქმში ჩაწერა მოითხოვა ნოდარ მელაძის "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძებების, სადაც კონკრეტული პირები ადასტურებენ მოსყიდვის ფაქტებს. 

ბესელიას თქმით, მან გამომძიებლებს ჰკითხა, დაკითხული არიან თუ არა ის დამკვირვებლები, რომლებიც უშაულოდ შეესწრნენ და თვითმხილვევლნი არიან იმ უარავი დარღვევის, რაც არჩევნების დღეს უბნებსა და ოლქებში დაფიქსირდა. 

დავუტოვე ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მაქვს ძირითადი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან. ასევე იმ ფაქტებში, რაც დავუტოვე და გადავეცი არის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ უბნებზე დარღვევები. გამოყენებული იყო სხვადასხვა მეთოდი და მკითხეს რა მეთოდები იყო ეს. დავასახელე ყველა მეთოდი, დაწყებული პირადობის მოწმობების გაყალბებებით, ე.წ. კარუსელებით, ხმის მიცემის პროცედურით, ფარულობით, კონკრეტული უბნები და ოლქებიც დავუსახელე, სადაც არის ძალიან ბევრი ტექნიკური მასალა, მათ შორის ვიდეო და ფოტო და რა თქმა უნდა, ნოდარ მელაძის "შაბათის ეთერის" მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებები, და ვუთხარი ოქმშიც ჩაეწერათ, სადაც კონკრეტული პირები არიან, ვინც უშუალოდ ადასტურებს, რომ ჩამოართვეს პირადობები, ფული გადაუხადეს და ასევე დავაფიქსირე, რომ ამ პირების უშაულო დაკითხვა იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მათ შეეხოთ ეს გაყალბების ფაქტები. ვკითხე, არიან თუ არა პირველ რიგში ის პირები დაკითხული, ვინც დამკვირვებლები იყვნენ და ვისგანაც უშუალოდ ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია და მითხრეს, რომ ჯერ არ არის ყველა დაკითხული. ჩემს ოქმში მინდოდა ეს დაფიქსირებულიყო, რომ ამ პირთა გამოძახება და დაკითხვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ გამოძიებას ობიექტურად უდნა რომ დაადგინოს ეს ფაქტები", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პროკურატურაში უკვე ხუთ საათზე მეტია ცესკოს შეფის გამოკითხვა მიმდინარეობს. გიორგი კალანდარშვილი ამ დრომდე გაბიტაშვილის უწყების გამომძიებლებს არჩევნების სავარაუდო გაყალბების შესახებ ესაუბრება. კალანდარიშვილის პოზიცია ცნობილია - ცესკოს შეფი ამტკიცებს, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ამ დრომდე არ უნახავს.