მდინარაძეს საერთაშორისო გამოძიება "თავმოყვარეობას ულახავს"
"ვიღაცა გარედან უნდა ჩამოვიდეს და რაღაცა შენს ქვეყანაში გამოგიძიოს, თავმოყვარეობის ამბავია" - "ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების საკითხზე საერთაშორისო გამოძიების დაწყება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და შეურაცხყოფაა.
მდინარაძე ირწმუნება, რომ ტექნიკური მისიის ფორმატი მსოფლიოში არ არსებობს და ახლა "ახალ რამეს იგონებენ"
ვიღაცა გარედან უნდა ჩამოვიდეს და რაღაცა შენს ქვეყანაში გამოგიძიოს, თავმოყვარეობის ამბავია რომ ამაზე არ უნდა ილაპარაკოთ. მათ შორის, არც ჟურნალისტებმა. გარედან, როგორც კი გამოძიებას გიხსენებენ, შენ ქვეყანაში, შიდა საქმეებში გარედან უნდა ჩაერიოს ვიღაცა და თან გამოძიებით, ამ შეურაცხყოფაზე ნუ წახვალთ.
ჯერჯერობით ტექნიკური მისიის ფორმატი არ ვიცით. [ჩვენ] ვითანამშრომლებთ, ტექნიკური სტაფერი ჩამოვა, ტექნიკურ სტაფერი შეხვდება, პოლიტიკოსი ჩამოვა პოლიტიკოსი შეხვდება, რაღაცა ტექნიკური მისია იქნება ტექნიკურად გავცემთ პასუხს.
ტექნიკური მისიაო და ტექნიკური მისიის სამართლებრივი ფორმა მითხარით, მსოფლიოში ხომ უნდა არსებობდეს, ახლა რომ იგონებენ ახალს“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირიდან „ტექნიკური მისიის“ ჩამოსვლა იგეგმება, რომლის მიზანი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების შესწავლა იქნება.