ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს - პრეზიდენტი
"ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ის პირად გვერდზე წერს.
ქვეყნის მთავარსარდალი საპროტესტო აქციის მონაწილის, ლიზი თირქიას ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ახალგაზრდა გოგოს, რომელსაც მისივე ინფორმაციით, 5 პოლიციელი გაუსწორდა, სამართალდამცველებზე თავდასხმას აბრალებენ.
სადამსჯელო ღონისძიებები [მიმდინარეობს] ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ: საპოლიციო ძალების მიერ ცემები, დაკავებები და 7 წლამდე პატიმრობის მუქარები. ამ გოგოს ხუთ პოლიციელზე თავდასხმას აბრალებენ!!!” , - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და აზიარებს გოგონას, ლიზი თირქიას ფოტოს, რომელმაც "ფეისბუქზე" დაწერა: "სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დამირეკეს და მეუბნებიან, რომ აქციაზე 5 პოლიციელს თავს დავესხი, გავიქეცი და ვიმალები".