დასანქცირდეს ივანიშვილი, კობახიძე, კალაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი უმწვავესი გზავნილებით

21.11.24 20:29
დასანქცირდეს ივანიშვილი, კობახიძე, კალაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი უმწვავესი გზავნილებით

ივანიშვილი, კობახიძე, კალაძე - პირველად  სანქცირებულთა სიაში შესაყვანი პირების ჩამონათვალში პრემიერი  და თბილისის მერი გაჩნდა - "პირველებმა" მოიპოვა ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც „განაახლე ევროპას“ პოლიტიკურმა ჯგუფმა შექმნა და განსახილველად ევროპარლამენტში მომავალ კვირას უნდა გავიდეს.

რეზოლუციის მთავარი მოთხვნა საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამოძიებაა, ევროდეპუტატები ფიქრობენ, რომ ამისთვის საერთაშორისო გამოძიებაა საჭირო.

პირველები გაეცნო "იპიპის", ანუ ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტიის რეზოლუციის პროექტსაც. პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს და ევროკავშირის მასშთაბით ყველა აქტივის გაყინვა - ასეთია ევროპის სახალხო პარტიის მოთხოვნა. დოკუმენტის თანახმად უნდა დასანქცირდნენ ის ადამიანები, ვინც არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდა. არჩევნების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიება რჩება ორივე პოლიტიკური ჯგუფისს რეზოლუციის პროექტში, მაგრამ დამატებით „განაახლეს“ პროექტში ჩანაწერია ახალი არჩევნების ორგანიზებაზეც.

ევროპარლამენტში სულ რეზოლუციის 4 პროექტი შედგება, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები კენჭისყრის დღემდე შეაჯამებენ, რა დარჩება დოკუმენტში და მომავალ კვირაში უკვე კენჭსაც უყრიან. დახმარების გაყინვა მთავრობისთვის და ვიზალიბერალიზაციის გადახედვა დღის წესრიგში რჩება - იპიპის რეზოლუციაში განხილულია ვერსია, რომ ხალხს არა, თუმცა უვიზო მიმოსვლა შეუჩერდება "ოცნების" ელიტას, სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მქონე ჩინოვნიკებს.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.