რკინის ჯებირების საქმის განხილვა ისევ გადაიდო - მეფარიშვილი და ოკრიბელაშვილი განაჩენს 8 თვეა ელოდებიან
რკინის ჯებირების საქმე - საბა მეფარიშვილის და ომარ ოკრიბელაშვილის საქმეზე სხდომა, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო, ისევ გადადეს. მოსამართლეს მიზეზი არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა. მოსამართლე ნათია გუდაძემ ბოლო 2 თვეში საქმე 3 ჯერ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მოტივით გადადო.
400 ლარიანი თუნუქის ღობის დაზიანების გამო დაკავებული ბიჭები სასამართლოს განაჩენს უკვე 8 თვეა ელოდებიან. დაკავებული ახალგაზრდების ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ გადაწყვეტილების გამოცხადება შეგნებულად ჭიანურდება.
დაკავებული ახალგაზრდების საქმეზე სასამართლო ხვალ 4 საათამდე გადაიდო. ოკრიბელაშვილს და მეფარიშვილს წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა 23 ნოემბერს ეწურებათ, ამიტომ მოსამართლე თეა გუდაძე საქმეს ვერ გადადებს.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.