“ჩმორობა“ საქართველოს მოქალაქის სამარკო ნიშანი არასდროს ყოფილა- ლევან ხაბეიშვილი

21.11.24 23:33
“ჩმორობა“ საქართველოს მოქალაქის სამარკო ნიშანი არასდროს ყოფილა- ლევან ხაბეიშვილი

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ უნდა.

ხაბეიშვილი მმართველ გუნდს მიმართავს და რჩევას აძლევს, ვიდრე რამეს იტყვიან ან დაწერენ, ჯერ გაიხსენონ, რომ “ჩმორობა საქართველოს მოქალაქის სამარკო ნიშანი არასდროს ყოფილა“.

“ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ, ან გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, ან იქნება რუსეთი“, - ამბობს ის.

არავინაა ლიდერი ხალხის გარდა. ყველა ადამიანი, რომელიც აპროტესტებს, არის ლიდერი , ყველა ვართ ამ ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი. უნდა შევძლოთ კვირაში გამოვოყოთ ერთი დღე და ვიაროთ აქციაზე, იქნება წინააღმდეგობის მოძრაობა? გავწიოთ წინააღმდეგობა, იქნება მსვლელობა, გავიაროთ მსვლელობაზე. ახლა 25 - ში პიკეტი იქნება გასაკეთებელი ? გავაკეთებთ, უნდა გაკეთდეს ბევრ ადგილზე, რომ  “ხარებისნაირმა“ მობილიზება  ვერ შეძლონ. მძალავრად უნდა შევუტიოთ ყველა ჯერზე, როდესაც ეს კრიმინალები და რუსეთის აგენტურა გამოჩნებდა პარლამენტში, იმიტომ, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, ბიძინა ივანიშვილი თვითმარქვია და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ, ან გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, ან იქნება რუსეთი. 

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას არ უნდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება. სანამ რამეს იტყვით და დაწერთ, აუცილებლად გაგახსენდეთ, რომ ჩმორობა საქართველოს მოქალაქის სამარკო ნიშანი არასდროს ყოფილა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.