ხაბეიშვილი “ხარებაზე“: ეს ადამიანი არანორმალურია, ჩვეულებრივი “ბავშვი ჭამიაა“

21.11.24 22:54
ხაბეიშვილი “ხარებაზე“: ეს ადამიანი არანორმალურია, ჩვეულებრივი “ბავშვი ჭამიაა“

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ 25 ნოემბერს ყველა განვითარებისთვის უნდა იყოს საზოგადოება მზად, თუმცა, მიიჩნევს, რომ  ზვიად ხარაზიშვილი, თავისი სპეცრაზმელებით, მხოლოდ მაშინ არის “მაგარი ტიპი, როცა ოცნი ერთად არიან“.

ხაბეიშვილი “ხარებას“ “ბავშვი ჭამიას“ უწოდებს და ამბობს, რომ ის სულაც არ არის “გულადი ბიჭი“.

“თქვენ თუ გგონიათ, ძალიან გულადი ბიჭია “ხარება“ ძალიან ცდებით“, - თქვა მან გადაცემა “რეაქციაში“.

ყველა განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, მე იქ ვიქნები, წინა ხაზე. ვიქნები ძალიან აქტიური, ეს ტიპები მაგრები არიან მაშინ, როცა ოცნი არიან ერთთან. თქვენ თუ გგონიათ, ძალიან გულადი ბიჭია ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი “ხარება“ გალეწილი, პირდაღებული, გალენჩებული რომ დადის, ძალიან ცდებით, რომ შეხედოთ ამ ადამიანს ეგრევე ეტყობა, რომ არანორმალურია, ჩვეულებრივი ბავშვი ჭამიაა, შეუძლია ბავშვებს ურტყას. ჩემი მოძრაობაც, რომლის შემდეგაც შემითრიეს, უკავშირდებოდა ბავშვს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა