ხაბეიშვილის ინფორმაციით, EU- ის ელჩების უმრავლესობა პარლამენტის პირველ სხდომაზე დასწრებას არ აპირებს

21.11.24 23:09
ხაბეიშვილის ინფორმაციით, EU- ის ელჩების უმრავლესობა პარლამენტის პირველ სხდომაზე დასწრებას არ აპირებს

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების უმრავლესობა პარლამენტის პირველ სხდომაზე დასწრებას არ აპირებს. 

როგორც ხაბეიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “ამ დროისთვის ამ ხელისუფლების ლეგიტიმაცია არ არსებობს.“

პოლიტიკოსი საზოგადოებას აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და აცხადებს, რომ “თუ გვინდა დასავლეთის მხარდაჭერა, უმნიშვნელოვანესია პროტესტი იყოს მძლავრი და უწყვეტი.“

მაქვს ინფორმაცია, რომ ელჩების უმრავლსობა ამ სხდომაზე არ აპირებს მისვლას. ამ დროისთვის ამ ხელისუფლების ლეგიტიმაცია არ არსებობს. გვყავს არალეგიტიმური, რუსული ხელისუფლება და ჩვენი ერთადერთი გზა ამ შემთხვევაში არის ქუჩა.თითოეულ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ თუ გვინდა დასავლეთის მხარდაჭერა, უმნიშვნელოვანესია პროტესტი იყოს მძლავრი, უწყვეტი და ნურავინ ჩამოუშვებს ხელს.

სულ რომ მარტო დავრჩე ამ ქვეყანაში, ჩემ თანამებრძოლებთანე ერთად, არ გავჩერდები. ყველა ადამიანმა გამოვყოთ კვირაში ერთი დღე, იქნება მსვლელობა გავიდეთ, იქნება პერფორმანსი გავიდეთ, პიკეტი იქნება გასაკეთებელი, უნდა გავაკეთოთ. მძლავრად უნდა შევუტიოთ ყველა ჯერზე, როდესაც ასეთი რუსეთის აგენტურა და კრიმინალები გამოჩნდებიან პარლამენტში. ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, ივანიშვილი არის თვითმარქვია და ყველას უნდა გვესმოდეს, ან გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ან იქნება რუსეთი “, - განაცხადა ხაბეიშვილმა.