ჩვენ ივანიშვილს კი არა, ФСБ-ს და რუსულ აგენტურას ვებრძვით აქ - მამუკა ხაზარაძე
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ დღეს ქვაყანაში სერიოზული ბრძოლა მიდის და “ხალხი არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ФСБ-ს და რუსულ აგენტურას ებრძვის“.
ხაზარაძე მიიჩნევს, რომ მმართველი ხელისუფლების დამარცხება ქართველ ხალხს ცივილურად, ჭკუით შეუძლია, რადგან ისინი უკვე წაგებულები არიან.
“მოატყუეს მთელი საზოგადოება და მიითვისეს არჩევნები“, - თქვა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში“.
ქართველებს შეგვიძლია, მმართველი ხელისფულება დავამარცხოთ ცივილურად, ასე ვთქვათ, ჭკუით, იმიტომ, რომ წაგებულები არიან, იმიტომ, რომ მოატყუეს მთელი საზოგადოება, იმიტომ, რომ მიითვისეს არჩევნები. მალკევიჩი, რომ გეყოლება დამკვირებლად ჩამოყვანილი და ცესკო, რომ მისცემს ასე ვთქვათ აკრედიტაციას, მარტო ეს არის საკმარისი იმისათვის, რომ ვნახოთ, რა კრიმინალებთან გვაქვს საქმე. ეს არის სერიოზული ბრძოლა, ჩვენ ბიძინა ივანიშვილს კი არა ФСБ-ს და რუსულ აგენტურას ვებრძვით აქ, ამიტომ, პარლამენტში შევალ არ შევალ, ამას, ბოიკოტი ჰქვია და არ გამოვა ასე“, - განაცხადა ხაზარაძემ.