ვინ შევა ან არ შევა პარლამენტში - რას ამბობენ ბარიერგადალახული პარტიები
გიორგი გახარიას "ტვ პირველის" ეთერში გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ შესაძლოა, "ოცნება" ოპოზიციის კონკრეტულ სუბიექტებთან კულუარულ მოლაპარაკებებს მართავდეს, ანდა ზეწოლის ხერხებს იყენებდეს, რათა ისინი როგორმე პარლამენტში შეიყვანოს, ოპოზიცია ეხმიანება.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ მათი კოალიცია გადაწყვეტილებაში ერთიანია და პარლამენტში შესვლას არცერთ შემთხვევაში არ გეგმავენ. მისი თქმით, პირველივე სამართლებრივ შესაძლებლობაზე, კოალიციის წევრები სიებს ჩახსნიან.
ირაკლი კობახიძის და „ქართული ოცნების" მოლოდინი, შევა თუ არა პარლამენტში ოპოზიცია, ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ მის სურვილებს. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არ აპირებს, ლეგიტიმაცია მისცეს პარლამენტს, გაყალბებულ მონაცემებს და არ აპირებს, შევიდეს საქართველოს პარლამენტში. ამ გადაწყვეტილებაში ერთიანია კოალიციის 4 სუბიექტი. პირველივე სამართლებრივ შესაძლებლობისთანავე, რომელსაც იძლევა პარლამენტის პირველი სხდომა, ჩავხსნით სიებს და დავწერთ ინდივიდუალურად განცხადებებს, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ამავე აზრზეა "ერთინოაბა ნაციონალური მოძრაობაც". ლევან სანიკიძე ამბობს, რომ კოალიცია საკუთარ პირობას, რომელიც პარლამენტში არშესვლას ეხება, პირნათლად შეასრულებს.
„ქართული ოცნება“ ეცდება აბსოლუტურად ყევლაფერს. ამ ადამიანებისთვის არ არსებობს ზღვარი, არც მორალური და არც ტექნიკურ-მატერიალური. ბუნებრივია, მათი მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ჩვენი მხრიდანაც უკვე დემონსტრირებული პასუხი არსებობს - სიაში მყოფმა ყველა წევრმა, რომელიც წარმოდგენილი იყო 26 ოქტომბრის არჩევნების 2024 წლის საპარლამენტო სიაში, ინდივიდუალური განცხადებით თქვა უარი საპარლამენტო მანდატთან დაკავშირებით, ლეგალურად ეს გაფორმდება სულ რამდენიმე დღეში. შესაბამისად, ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვა აღებული, როგორც პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით, მაგრამ რაც მთავარია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით, ჩვენ ამ დაპირებას პირნათლად შევასრულებთ, - ამბობს ლევან დანიკიძე.
პარლამენტში შესვლას გამორიცხავენ კოალიცია "ცვლილებისთვის"-შიც.
„ქართულ ოცნებას“ შეიძლება, ბევრი რამის მცდელობა ჰქონდეს. აქედან პასუხი არის მთავარი და დამონსტრირებულად გაკეთდა უკვე ეს პასუხი“ ეს იყო „არა“. არა, იმიტომ, რომ პირველი - ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა საკუთარ ამომრჩევლებთან, ზოგადად, საქართველოს მოქალაქეებთან. ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი, რომ ჩვენ ამ ხელისუფლებას შევცვლიდით და ამ მიზანს ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ, - ამბობს ნიკა ფარულავა.