ვოლსკი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა

22.11.24 11:55
ვოლსკი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა. მმართველი გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ოპონენტები უკვე კომიკურ მდგომარეობაში არიან, რადგან ყველანაირი რესურსისგან არიან დაცლილები და ახლა მათი მიზანი სწორედ პარლამენტში შესვლა იქნება. 

ამოცანა მათი, რასაკვირველია, უახლოეს პერიოდში იქნება ის, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, ვინაიდან საერთოდ დაეცალათ რესურსი და უკვე კომიკურ მდგომარეობაში ჩავარდნენ. მსოფლიოში იცვლება პოლიტიკური კონიუქტურა, ბევრი რამ შეიცველბა მომავალში და ადამიანები, რომლებიც ორინეტირებულები არიან დესტაბილიზაციაზე, ვერ გაძლებენ ისე, რომ დესტაბილიზაციის გეგმა ამ ფორმატში მაინც არ გადმოიტანონ, - ამბობს ვოლსკი. 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტვ პირველის ეთერში არ გამორიცხა,  რომ ილეგიტიმაციის გარეშე დარჩენილი ხელისუფლება შეეცდება ინდივიდუალურ, კულუარულ მოლაპარაკებას იმისთვის, რომ პარლამენტში მარტო არ აღმოჩნდეს და ოპოზიცია ჰყავდეს.