კენჭისყრა ევროპარლამენტში - ოპოზიცია ელოდება, რომ რეზოლუცია მკაფიო და კრიტიკული იქნება

22.11.24 16:00
კენჭისყრა ევროპარლამენტში - ოპოზიცია ელოდება, რომ რეზოლუცია მკაფიო და კრიტიკული იქნება

28 ნოემბერს ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან საქართველოს შესახებ რეზოლუციას, სადაც პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, საერთაშორისო ზედამხედველობის დროს და უნდა მოხდეს არჩვნების დროს დაფიქსირებული სავარაუდო, გაყალბების საერთაშორისო გამოძიება.

“პირველებმა“ მოიპოვა რეზოლუციის რამდენიმე ვარიანტი, რომელიც ჯერჯერობით, გამოქვეყნებული არ არის.

EPP -ის და "განაახლე ევროპის" ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფი ითხოვს, რომ დასანქცირდეს, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე. მათი სახელები რეზოლუციის დოკუმენტში პირველად ჩნდება. 

რეზოლუციის საბოლოო ვარიანტი, ჯერჯერობით, შეჯერებული არ არის, თუმცა, 28 ნოემბრამდე 1 დღით ადრე, უკვე შეჯერდებიან ერთ ვარიანტზე და  გაირკვევა, რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში ჩაემატება ახალი პუნქტები, თუ მოთხოვნა იქნება უცვლელი - ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ზომები უნდა იყოს მიმართული კონკრეტული მთავრობის და პარტიის წინააღმდეგ და არა ხალხის.

ფინანსური დახმარება უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს ხალხზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ასევე უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუჩერდეს რიგით მოქალაქეებს და სხვა ნებისმიერი სანქციები გამოიყენონ კონკრეტული დამნაშავეების წინააღმდეგ. მათ მკაფიოდ უნდა თქვან, რომ არჩევნები არ იყო არც სამართლიანი, არც დემოკრატიული და ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას“, - ამბობს გიორგი გახარია.

ველოდებით, რომ იქნება მკაფიო და კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც თავის თავში უნდა მოიცავდეს, ინდივიდუალური პასუხისმგებლობების დაკისრებას ივანიშვილზე და „ოცნების“ წვერებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება, ჩვენ შევაფასოთ მათი მხარდაჭერა, თუ არ გადაიდგმება მათი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები “, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.