პაპუაშვილისთვის ევროპარლამენტარების რეზოლუციები “არასერიოზულია“
“ქართული ოცნება“ არასერიოზულს უწოდებს რეზოლუციის იმ დოკუმენტებს, რომლებსაც ევროპარლამენტარები „ოცნების“ წინააღმდეგ იღებენ. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ როგორც წინა რეზოლუციები არ გაითვალისწინეს, არც ამის გათვალისწინებას აპირებენ და არცერთ მოთხოვნას, რომელიც რეზოლუციაში იქნება, არ შეასრულებენ.
პარალამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რეზოლუციები, რომლებსაც ევროპარლამენტი იღებს, არის “ამერიკელი ლობისტების“ დაკვეთილი.
ჯერ იმ რეზულუციას შევასრულებთ, რომელიც ითხოვს, რომ სააკაშვილი გავათავისუფლოთ და ამითი საქართველოში რაღაცნაირად ავრიოთ. მერე იმ რეზოლუციას შევასრულებთ, რომლითაც მოგვიწოდებენ, რუსეთს სანქციები დავუწესოთ და ამით ჩვენი ქვეყანა დავანგრიოთ და ხალხი დავზარალოთ. შემდეგ ამ რეზოლუციასსაც რომ მიიღებენ, დავფიქრდებით, ამასაც ყურადღება, ხომ არ მივაქციოთ.
ეს აჩვენებს, სინამდვილეში რამდენად არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ ერვოპარლამენტარების გარკვეულ ჯგუფზე. ამერიკელი ლობისტები წერენ თურმე, რეზოლუციის ტექსტებს ევროპარლამენტისთვის და შემდეგ აღებინებენ ევროპარლამენტარებს. ასე აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტმა განგვიცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა დავანგრიოთ“, - აცხადებს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, "პირველებმა" მოიპოვა ევროპარლამენტში მოქმედი პოლიტიკური ჯგუფის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული სარეზოლუციო დოკუმენტის ერთ-ერთი ვერსია.
ევროპარლამენტარები, რომლებიც "განაახლე ევროპის" პოლიტიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დასანქცირებას ითხოვენ.
ევროპარლამენტი რეზოლუციას მომავალ კვირას, 25-28 ნოემბრის ჩათვლით დაამტკიცებს.