დღეს არის პოლიტიკური დევნის დღე - ირაკლი ფავლენიშვილი

22.11.24 16:55
დღეს არის პოლიტიკური დევნის დღე - ირაკლი ფავლენიშვილი

„დღეს არის პოლიტიკური დევნის დღე, რადგან სასამართლოში ჯერ იყო მიხეილ სააკაშვილის პროცესი, შემდეგ რამდენიმე დღის წინ დაკავებული ახალგაზრდის პროცესი, რომელიც თავს იცავდა პოლიციელებისგან და ემუქრება 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ახლა არის ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილს პროცესი, ყველა ეს ადამიანი დაკავებულია რეჟიმთან ბრძოლის გამო.“- ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

მისივე თქმით, “რეჟიმს შეუძლებელია მწვავე, რადიკალური პროტესტით არ დაუპირისპირდე, რადგან ყველა ძირითადი წითელი ხაზი აქვს გადაკვეთილი.“

მე დილიდან ვიმყოფები აქ. შეიძლება ითქვას, რომ დღეს არის პოლიტიკური დევნის დღე, რადგან სასამართლოში იყო ჯერ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, ასევე იყო ახალგაზრდის პროცესი, რომელსაც ემუქრება 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ იმის გამო, რომ თავი დაიცვა სამართალდამცავების ძალადობრივი ქმედებების დროს და ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი - ომარ  ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი არიან ადამიანები, რომლებიც შესაბამისი ბრძოლის გამო არიან რეჟიმის მიერ დევნილები. ამ რეჟიმს შეუძლებელია მწვავე, რადიკალური პროტესტით არ დაუპირისპირდე, რადგან ამ რეჟიმს ყველა ძირითადი წითელი ხაზი აქვს გადახაზული. ყველა ის პოლიტიკური ტყვე, რომელზეც მე ვისაუბრე, უნდა გათავისუფლდეს და რეჟიმს რომ შეეძლოს, 9 აპრილს ახალგაზრდა რომ ტანკს ურტყამდა, იმ ახალგაზრდასაც დაიჭერდნენ ,რადგან ეს რეჟიმი არის სუფთა წყლის რუსული რეჟიმი, რომელიც ყველა საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანს სამაგალითოდ სჯის,“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.