25 ნოემბერს “რუსულ ოცნებას“ არ უნდა მივცეთ საშუალება, არალეგიტიმურ პარლამენტში შეიკრიბონ - იგორ ნარმანია

22.11.24 18:02
25 ნოემბერს  “რუსულ ოცნებას“ არ უნდა მივცეთ საშუალება, არალეგიტიმურ პარლამენტში შეიკრიბონ - იგორ ნარმანია

“25 ნოემბერს პარლამენტთან დილიდან უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, რადგან რუსულ ოცნებას არ მივცეთ საშუალება, არალეგიტიმურ პარლამენტში შეიკრიბონ ” - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა.

ნარმანიას თქმით, ევროკავშირის არცერთი წევრი ქვეყნის ელჩი  ამ სხდომას არ დაესწრება, რადგან არ აღიარებენ ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას.

ორშაბათს, 25 ნოემბერს, დილიდან უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, ძალიან ხისტები, რადგან რუსული ოცნების წარმომადგენლებს არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ შეიკრიბონ არალეგიტიმურ პარლამენტში. არცერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩი  ამ სხდომას არ დაესწრება, რადგან არ აღიარებენ ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას, ისინი ამბობენ, რომ რუსული სპეცოპერაციით ხალხს წაართვეს არჩევნები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 25 ნოემბერს ვიყოთ ძალიან ბევრი პარლამენტთან დილიდან, რადგან ეს არის ქვეყნის სამსახური და ჩვენი ერთადერთი მოვალეობაა, რომ არ მივცეთ უფლება არალეგიტიმური პარლამენტის თავიანთი თავისთვის მორგება და ფუნქციონირება.” - განაცხადა იგორ ნარმანიამ