სანქციები ივანიშვილს და არა მარტო - ევროპარლამენტი გადამწყვეტი რეზოლუციის მისაღებად ემზადება

22.11.24 20:36
სანქციები ივანიშვილს და არა მარტო - ევროპარლამენტი გადამწყვეტი რეზოლუციის მისაღებად ემზადება

 

რამდენიმე დღეში ევროპარლამენტი კენჭს ურის დოკუმენტს, რომლის მთავარი მოთხოვნაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაა. რეზოლუციის განხილვა 28 ნოემბერს არის ჩანიშნული. ივანიშვილთან ერთად დოკუმენტში გამოჩნდა ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის გვარებიც. ევროდეპუტატების სამიზნე ისინი არჩევნების სავარაუდო გაყალბების გამო აღმოჩნდნენ.

"პირველების" ხელშია რეზოლუციის ორი ვარიანტი, რომელიც ორმა უმსხვილესმა პოლიტიკურმა ჯგუფმა "განაახლემ" და "ევროპის სახალხო პარტიამ" შექმნა, თუმცა დოკუმენტის დამტკიცებამდე რეზოლუციის თავიანთ ვარიანტებს სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც წარადგენენ.

ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს საჯაროდ მიმართა ევროკაშირს, სადაც სთხოვს, არ შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველო მოქალაქეებისთვის, თუმცა დაუწესონ სანქციების "არჩევნების ქურდებს". ფაქტია, რომ "ქართულ ოცნებას" არჩევნების გაყალბების გამო არა მხოლოდ საერთაშორისო იზოლაცია, არამედ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. 

არჩევნების გაყალბების საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნით ევროპარლამენტის რეზოლუცია პირველი ოფიციალური დოკუმენტი იქნება, რომესაც ევროპელი პოლიტიკოსები ხუთშაბათს დაამტკიცებენ. ჯერ არდამტკიცებულ რეზოლუციას ივაNშვილის გუნდი უკვე ბოიკოტს უცხადებს. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.