მარტო პარლამენტში - "ოცნებამ" პირველ სხდომაზე ელჩები არ მიიწვია
ისტორიაში პირველად პარლამენტის პირველ სხდომას დიპლომატიური კორპუსი არ დაესწრება და ეს არ მოხდება მათი სურვილით. ელჩები 25 ნოემბრის შეკრებაზე თავად "ქართულმა ოცნებამ" არ დაპატიჟა. არცერთ მათ სახელმწიფოს "ოცნების" ხელისუფლება აღიარებული არ ჰყავს, ამიტომ მიწვევაზე უარისგან თავი "ოცნებამ" ასე დაიზღვია: მოსაწვევი საერთოდ არ გაუგზავნა.
დიპლომატების სხდომაზე მისვლა "ოცნების" ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება იქნებოდა, "ქართულ ოცნებას" ახლა ლეგიტიმაცია ყველაზე მეტად სჭირდება.
პარლამენტის პირველ სხდომაზე არ იქნება არც პრემიზიდენტი, რომელიც ამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. არ იქნება არც ოპოზიცია. ყოფილი პრემიერი, რომელმაც კარგად იცის ივანიშვილის პოლიტიკა, არ გამორიცხავს, რომ ოლიგარქი ახლა ოპონენტების პარლამენტში შესატყუებლად სხვადასხვა ხერხს მიმართავდეს და ინდივიდუალურ მოლაპარაკებას ცდილობდეს.
ივანიშვილის პარტია ფარულ მოლაპარაკებას რომ აწარმოებდეს, ამას, ბუნებრივია, არავინ დაადასტურებს, თუმცა ოპოზიციის პარლამენტში შესვლა რომ მისი სურვილია, ეს მათ საჯარო განცხადებებსაც ეტყობა. ხელისუფლებამ იცის, რომ საკანონმდებლო ორგანოში მარტო ყოფნა შესაძლოა, კომფორტულია, თუმცა არა მომგებიანი, ამიტომ ცდილობენ ოპოზიცია დაამუნათონ და შესვლაში დაარწმუნონ.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.