"ძლიერი საქართველოდან" პარლამენტში შესვლას არავინ არ აპირებს - მარგველაშვილი

22.11.24 21:42
"ძლიერი საქართველოდან" პარლამენტში შესვლას არავინ არ აპირებს - მარგველაშვილი

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მარგველაშვილი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ კოალიციიდან პარლამენტში არცერთი პოლიტიკოსი არ შევა და ყოველი მათგანი საკუთარ მანდატებზე უარს იტყვის.

"არავინ არ აპირებს შესვლას და თამაშს" - ამბობს საქართველოს მე-4 პრეზიდენტი და იქვე აღნიშნავს, რომ "მანდატებზე უარის არ თქმა ხელისუფლებისთვის იმ სივრცის მიცემას ნიშნავს, რომ პარლამენტი ერთპარტიული არ არის".

მანდატზე უარის არ თქმა ნიშნავს ამ ხელისუფლებისთვის მიცემას იმ სივრცისა, რომ ეს არ არის ერთპარტიული პარლამენტი. "ძლიერ საქართველოში" ასეთი განწყობაა. არჩეული დეპუტატები არ შედიან პარლამენტში. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩემამდე მოსული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "ძლიერი საქართველოდან" რომელიმე დეპუტატი აპირებს პარლამენტში შესვლას, ეს არის ნული. დღეს იქიდან არავინ არ აპირებს შესვლას და თამაშს", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.