სულ რომ დამიჭირონ, მე არავის ვაძლევ უფლებას, ჩემი ციხიდან გამოშვების გამო "ოცნებასთან" მოლაპარაკებაში შევიდეს - ვაშაძე

22.11.24 22:44
სულ რომ დამიჭირონ, მე არავის ვაძლევ უფლებას, ჩემი ციხიდან გამოშვების გამო "ოცნებასთან" მოლაპარაკებაში შევიდეს - ვაშაძე

"სულ რომ დამიჭირონ, მე არავის ვაძლევ უფლებას, ჩემი ციხიდან გამოშვების გამო "ოცნებასთან" მოლაპარაკებაში შევიდეს" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

გიორგი ვაშაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ "რუსულ სპეცოპერაციასთან ურთიერთობა საბოლოოდ გაწყვიტონ" და "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებები მხოლოდ არჩევნების ხელახლა დანიშვნაზე აწარმოონ. 

საზოგადოებას მინდა ვთხოვო, ამ პროცესში გამოგვყევით. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამჯერად გავიმარჯვებთ. ოღონდ აქ მნიშვნელობა აქვს თავდადებას, პრინციპულობას, თანმიმდევრულობას. რაც შეეხება ოპოზიციას, მანდატებზე მინდა ვთქვა, თან ვთმობ და თან არ ვთმობ ეს არ მოსულა. თუ ამბობ, რომ არალეგიტიმურია, რუსული სპეცოპერაცია ჩატარდა, შენ რუსულ სპეცოპერაციასთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტო საბოლოოდ. 2020 წელს სულ სხვა გარემოება იყო, იყო მოლაპარაკებები. ახლა თუ რაიმეზე საუბარი შეიძლება იყოს, ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა. სულ რომ დამიჭირონ, მე არავის ვაძლევ უფლებას, ჩემი ციხიდან გამოშვების გამო "ოცნებასთან" მოლაპარაკებაში შევიდეს", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში არ გამორიცხა, რომ ილეგიტიმაციის გარეშე დარჩენილი ხელისუფლება შეეცდება ინდივიდუალურ, კულუარულ მოლაპარაკებას იმისთვის, რომ პარლამენტში მარტო არ აღმოჩნდეს და ოპოზიცია ჰყავდეს.