"დღეს ვინც პარლამენტში შევა - შევა რუსეთში" - პრეზიდენტი
ვინც პარლამენტში შევ - შევა რუსეთში - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. გიორგი გაბუნიასთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა თქვა, რომ ივანიშვილის პარტიისთვის მხოლოდ ერთობლივი შიდა და გარე იზოლაცია იქნება დამღუპველი. პრეზიდენტი ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტში მარტო დარჩენილი "ოცნება" დიდხანს ვერ გაძლებს და ერთპარტიულ მმართველობაში მოქცეულ ძალას ივანიშვილი საბოლოოდ დათმობს.
"სანამ არცერთი პოლიტიკური პარტია არ შევა, "ოცნება" რჩება მარტო. მარტო არიან. მარტო არიან პარლამენტში, მარტო არიან მთავრობაში. ერთპარტიულია მთავრობა, პარლამენტი, ერთი კაცის ვერტიკალის ქვეშ. ყველა ინსტიტუტი ქვეყანაში რაც არსებობს, აბსოლუტურად ყველა არის სრულიად დამოკიდებული ამ ერთ პარტიაზე და ერთ ადამიანზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.