"იქნება ახალი არჩევნები, იქნება ტექნიკური მთავრობა, იქნება კოალიცია" - სალომე ზურაბიშვილი

23.11.24 10:15
"იქნება ახალი არჩევნები, იქნება ტექნიკური მთავრობა, იქნება კოალიცია" - სალომე ზურაბიშვილი

იქნება ახალი არჩევნები, იქნება ტექნიკური მთავრობა, იქნება კოალიცია, - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საუბრობს. 

"ყველაფერი ხდება. ის ქარტიაც შესრულდება, დარწმუნებული ვარ. ეს არის ჩვენი გზა. ყველაფერი ხდება, ყველაფერი მიდის აქეთკენ. ახალი არჩევნები ხომ იყო გათვალისწინებული. ახლი არჩევნები უთუოდ იქნება. ამ ქვეყნის მომავალი და ბედი არის ის, რომ იყოს სტაბილური და გააგრძელოს თავისი წინსვლა, რისიც მე მჯერა. იქნება ახალი არჩევნები, იქნება ტექნიკური მთავრობა, იქნება კოალიცია. მე როგორც კაკულია გეტყვით, რომ ვხედავ, მაგრამ თარიღებს ვერ გეტყვით", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი უპირველეს ყოვლისა პრ დასავლურ ოპოზიციას მოუწოდებეს, შეწყვიტონ ერთმანეთის კრიტიკა და იმოქმედონ კოორდინირებულად - ისე როგორც ეს მოქალაქეებს სურთ.

"მთავარია, რომ ჩვენ მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მოვლენებს, გამოვიდეთ აპათიურ-ნიჰილისტურ[...] პოლიტიკურ პარტიებს რომ დავუბრუნდეთ, ერთადერთ რამეს ვთხოვ, რომ ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" -ამბობს პრეზიდენტი.