არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვარ - პრეზიდენტი

23.11.24 10:25
არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვარ - პრეზიდენტი

არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვარ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში განაცხადა.

არ მომწონს ის, როდესაც ამბობენ, რომ ამ ქვეყანას აღარაფერი ეშველება და წავალ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

"მე ძალიან არ მიყვარს, პირდაპირ ვამბობ, როგორი პესიმისტის როლშიც არ უნდა ვიყო, მაინც არ მომწონს ის, როდესაც ამბობენ, რომ ამ ქვეყანას აღარაფერი ეშველება და წავალ რა, წავალ და რაც გინდა, ის მოხდეს... არა. მე პირადად არ ვაპირებ არსად წასვლას, ადრეც მაქვს ეს ნათქვამი და ვიცი, რომ თქვენც. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ ძალიან კომფორტულად წახვიდეთ და ხელი ჩაიქნიოთ ყველაფერზე, მაგრამ ვხედავ, რომ ამას თქვენ არ აპირებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.