21 წელი ვარდების რევოლუციიდან
21 წელი ვარდების რევოლუციიდან. 2003 წლის 23 ნოემბერს, მშვიდობიანი რევოლუციით ქვეყანაში შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალასაქართველოს უახლეს ისტორიაში ეს ის თარიღია, რომელმაც ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარება შეცვალა და ახალი სახელმწიფოს შენებას ჩაუყარა საფუძველი.
მოქალაქეეები წლების წინ სწორედ გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად იდგნენ ქუჩებში, არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში პროტესტი არ განელებულა. აქციებს სამი ოპოზიციური ლიდერი - მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია ედგა სათავეში. დიდი პროტესტის მიუხედავად, მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტის პირველი სხდომა 22 ნოემბერს ჩანიშნა, სწორედ ამ დღეს შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში ოპიზიციის ლიდერები ვარდებით ხელში მხარდამღერებთან ერთად.
შევარდნაძემ პარლამენტი დატოვა და ახალი არჩევნები დანიშნა. სიმბოლურად, დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით, დღეს ვივა მედთან სააკაშვილის მხარდამჭერები და თანაპარტიელები შეიკრიბებიან.