25 ნოემბერს ბევრი საპროტესტო კერა იქნება - ლევან სანიკიძე
25 ნოემბერს ბევრი საპროტესტო კერა იქნება - ამის შესახებ "პირველებს" "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განუცხადა და უთხრა, რომ დეტალების შესახებ ინფორმაციას პროდასავლური ოპოზიცია 24 ნოემბერს დააზუსტებს.
რაც შეეხება დრევანდელ აქციას, ოპოზიცია თსუ-სთან 3 საათზე შეიკრიბება.
ვიკრიბებით თსუ-ს პირველ კორპუსთან, სადაც გაიგებთ, მათ შორის დღევანდელი პროტესტის დანარჩენ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. 25 ნოემბერს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საპროტესტო მუხტი და ტალღა, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაცია 24 ნოემბერს გახდება ცნობილი. ერთი აქცია დაანონსებულია პარლამენტის უკანა შესასვლელთან დილის 9 საათზე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი საპროტესტო კერა იქნება ამ დღეს", - ამბობს ლევან სანიკიძე.
თბილისში პროტესტის შაბათია - გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ მოქალაქეები ისევ ქუჩებში გადიან. პირველ საათზე პირველი შეკრება წერეთლის გამზირზეა დაანონსებული. აქციის ორგანიზატორი ჯგუფი "დაიტოვეა".
ზუსტად სამ საათზე კი ჯავახიშვილის პირველ კორპუსში მყოფი სტუდენტების მხარდასაჭერად აქციას პროდასავლური ოპოზიცია გამართავს.