"ოცნება" კოშმარად იქცა და სამწუხაროდ, ვფიქრობ, ისინი ძალზე ჩართულნი არიან რუსეთთან - კოენი
საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები ამერიკის შეერთებულ შტატებში ყურადღების ერთ-ერთი მთავარი ობიექტია.
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ევრაზიის მიმართულების დირექტორის, სტივენ ნიქსის შემდეგ, "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში "ქართული ოცნების" პოლიტიკაზე დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენიმაც ისაუბრა.
ჰელსინკის კომისიის წამყვანმა წევრმა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს თბილისში იმყოფებოდა, იმედგაცრუება გამოთქვა და განაცხადა, რომ ივანიშვილის გუნდი "კოშმარად" იქცა.
მე იმედგაცრუებული ვიყავი. “ოცნება” “კოშმარად” იქცა და სამწუხაროდ, ვფიქრობ, ისინი ძალზე ჩართულნი არიან რუსეთთან", - თქვა სტივ კოენიმ.
ცნობისთვის, "ამერიკის ხმას" ინტერვიუ "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ევრაზიის მიმართულების დირექტორმა, სტივენ ნიქსმაც მისცა. ნიქსმა განაცხადა, რომ "ქართველ ხალხს შეუძლია ჰქონდეს ამერიკის ნებისმიერი ადმინისტრაციის იმედი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია მართავს მას".