''მოვაშოროთ შავი ლაქა საქართველოს'' - ემიგრანტები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

23.11.24 12:12
''მოვაშოროთ შავი ლაქა საქართველოს'' - ემიგრანტები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

''მოვაშოროთ შავი ლაქა საქართველოს'' და ''არა რუსულ რეჟიმს'' - ამ სლოგანით ემიგრანტები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. პროტესტი დღეს, დაიწყება და ორი დღე გაგრძელდება.  სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები საქართველოს მოქალქეები არჩევნების შედეგებს 15 სხვადასხვა ქალაქში გააპროტესტებენ. 

ემიგრანტების მთავარი მოთხოვნაა, დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები და გადადგეს ცესკოს ადმინისტრაცია.

ვიკრიბებით და ვმართავთ აქციას, ''მოვაშოროთ შავი ლაქა საქართველოს'' და არა რუსულ რეჟიმს. ჩვენ ვუერთდებით სტუდენტებსა და აქტიური მოქალაქეების პროტესტს თბილისში, რათა დავიცვათ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი.  მოვითხოვთ, რომ გაუქმდეს გაყალბებული არჩევნები გამჭვირვალედ და სამართლიანად. გადადგეს სასწრაფოდ ცესკოს თავმჯდომარე და მთელი ადმინისტრაცია და დაუწესდეს სანქციები ივანიშვილსა და ''ქართულ ოცნებას'',- ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.