ტრამპი მხარს უჭერს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ცხადია, ეს ისაა, რისი ნახვაც საქართველოში გვსურს - ადერჰოლტი

23.11.24 12:46
ტრამპი მხარს უჭერს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ცხადია, ეს ისაა, რისი ნახვაც საქართველოში გვსურს - ადერჰოლტი

"ტრამპი მხარს უჭერს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ცხადია, ეს ისაა, რისი ნახვაც საქართველოში გვსურს" - ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, რობერტ ადერჰოლტიმ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა

ამერიკელი კონგრესმენის თქმით, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ კარგად იცის, რადგან მისივე განმარტებით, საარჩევნო პროცესს მისი ბევრი მეგობარი აკვირდებოდა. 

"საქართველო ჩვენი მეგობარია და დემოკრატიისკენ მისი მსვლელობის გაგრძელება გვსურს. ადმინისტრაციასთან ერთად ვიმუშავებთ, რომ სწორი შედეგი იყოს მიღწეული" - აღნიშნა რობერტ ადერჰოლტიმ.

მე კარგად ვიცი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, იქ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი აკვირდებოდა არჩევნების პროცესს, იმედი გვაქვს, რომ ეს [საკითხი] გადაწყდება. საქართველო ჩვენი კარგი მეგობარია და მისთვის თავისუფლება და დემოკრატიისკენ მისი მსვლელობის გაგრძელება გვსურს. ადმინისტრაციასთან ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ სწორ შედეგი იყოს მიღწეული. 

ბევრი რამ სწორედ ახალ ადმინისტრაციაზე იქნება დამოკიდებული, იცით, რომ მოქმედი ადმინისტრაციის ვადა იწურება და ვიხილავთ სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ შემადგენლობას, ამას უნდა დავაკვირდეთ.

ცხადია ის, რომ ამერიკა მხარს უჭერს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, პრეზიდენტი ტრამპი ძალიან უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და იმის უზრუნველყოფას, რომ ის [არჩევნები] სამართლიანი იყოს. ასე რომ, ცხადია, ესაა ის, რისი ნახვაც გვსურს, საქართველოში იქნება, თუ სხვა ქვეყნებში." - ამბობს კონგრესმენი.