ბოკუჩავა: აუცილებელია მუდმივი პროტესტი, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ არ ვეგუებით მიტაცებული არჩევნების შედეგებს
"ერთიანობა, ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მუდმივი პროტესტი აუცილებელია,რ ატა მსოფლიომ საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახონ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არ ეგუება მიტაცებული არჩევნების შედეგებს.
შევუერთდებით აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე იქნება აქცია ხვალ და ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, საზოგადოებრივი კონსოლიდაცია, აქტიურობა, მუდმივი პროტესტი იმისთვის, რომ მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახონ, რომ ერთის მხრივ, როდესაც ისინი არ აღიარებენ მიტაცებული არჩევნების შედეგებს, არც ჩვენ ვეგუებით მიტაცებული არჩევნების შედეგებს. ძალიან მტკიცედ, ძალიან მყარად, დაუღალავად ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს ჩვენს ქვეყანაში'', - ამბობს თინა ბოკუჩავა.
თბილისში პროტესტის შაბათია - გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ მოქალაქეები ისევ ქუჩებში გადიან. უკვე შეკრება დაიყო წერეთლის გამზირზე, სადაც აქციის ორგანიზატორი ჯგუფი "დაიტოვეა". ისინი მსვლელობით დაიძრებიან და მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირზე მივლენ, სადაც ჯავახიშვილის პირველ კორპუსში მყოფი სტუდენტების მხარდასაჭერად პროდასავლურ ოპოზიციას 15:00 საათზე აქცია აქვს დაანონსებული.