"უძრაობა არის ჭაობი და ქოცობა" - გიგი უგულავა
ყველა დიდ პროტესტი იწყება პირველი ხმით, ყველა დიდი გასეირნება იწყება პირველი ნაბიჯებით - პოლიტიკოსი გიგი უგულავა აქციების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ახლა უძრაობა დანაშაულია.
"უძრაობა არის ჭაობი და ქოცობა" - ამბობს უგულავა.
რევოლუციის ქართული ანალოგი არის ის, რასაც ილია ჭავჭავაძე ამბობს, მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა. მოძრაობაა რევოლუცია და უძრაობა არის ჭაობი და ქოცობა, ამიტომ მოძრაობა ყოველთვის ასოცირდება თავისუფლებასთან, ქუჩასთან, სიარულთან. ყველა დიდ პროტესტი იწყება პირველი ხმით, ყველა დიდი გასეირნება იწყება პირველი ნაბიჯებით. ეს დღეები ამ თვალსაზრისით მე დარწმუნებული ვარ ისტორიული იქნება'', - ამბობს გიგი უგულავა.
თბილისში პროტესტის შაბათია - გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ მოქალაქეები ისევ ქუჩებში გადიან. უკვე შეკრება დაიყო წერეთლის გამზირზე, სადაც აქციის ორგანიზატორი ჯგუფი "დაიტოვეა". ისინი მსვლელობით დაიძრებიან და მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირზე მივლენ, სადაც ჯავახიშვილის პირველ კორპუსში მყოფი სტუდენტების მხარდასაჭერად პროდასავლურ ოპოზიციას 15:00 საათზე აქცია აქვს დაანონსებული.