ისაკო დევიძე იზოლატორიდან "ვივა მედში" გადაჰყავთ
ისაკო დევიძე იზოლატორიდან "ვივა მედში" გადაჰყავთ - დაკავებული აქტივისტი, რომელიც მესამე დღეა მშრალ შიმშილობაზეა, ცუდად გახდა. ინფორმაცია "პირველებს" ახალგაზრდის ადვოკატმა დაუდასტურა.
ისაკო დევიძე 18 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე დააკავეს. მას რვა დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ახალგაზრდას სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.