“ძლიერი საქართველოს” ლიდერები სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების, გაერთიანებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

23.11.24 15:31
“ძლიერი საქართველოს” ლიდერები სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების, გაერთიანებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

“ძლიერი საქართველოს” ლიდერები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების, გაერთიანებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც გაერთიანებულები არიან საერთო პლატფორმაზე, ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი გზების ხელშესაწყობად. 

შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს პოლიტიკურ ხედვებზე, რომელიც “ძლიერ საქართველოს” აქვს. მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას  გააცნო ახალი ინიციატივა "ალტერნატიული, სახალხო პარლამენტის" შესახებ.  

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. 

სამოქალაქი საზოგადოების წარმომადგენლებმა “ძლიერი საქართველოს” ინიციატივა - "ალტერნატიული სახალხო პარლამენტის" შექმნის შესახებ პოზიტიურად შეაფასეს. 

შეხვედრაზე ერთობლივ გეგმებზე და შესაძლებლობებზეც იმსჯელეს, თუ როგორ უნდა განვითარდეს პროცესი, რათა ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც გაყალბებული და მიტაცებული არჩევნებით შექმნა “ქართულმა ოცნებამ”.

აუდიტორიის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროდასავლური ოპოზიციის მეტ კოორდინაციასა და თანამშრომლობაზე, როგორ შიგნით ოპოზიციაში, ასევე სამოქალაქო ჯგუფების მიმართ.

მსგავსი სიახლეები