გაფრინდაშვილი: ახალი არჩევნები თუ არ დაინიშნება, ახალგაზრდები ქვეყანას დატოვებენ
"ახალი არჩევნები თუ არ დაინიშნება, ახალგაზრდების 90% ქვეყანას დატოვებს. ივანიშვილის ბანდა სტუდენტებს სხვა გამოსავალს არ უტოვებს" - ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, "ქვეყანა ახალგაზრდების არის" და მნიშვნელოვანია, რომ ასეთ გადამწყვეტ მომენტში თითოეული ადამიანი მათ გვერდით დაუდგეს.
ეს ქვეყანა არის ახალგაზრდების. ამიტომაც ახალგაზრდებს უნდა დავუდგეთ მხარში. ახალი არჩევნები თუ არ დაინიშნება, ახალგაზრდების 90% ქვეყანას დატოვებს. სხვა გამოსავალს ივანიშვილის ეს ბანდა არ უტოვებს. საქართველო ამ ახალგაზრდებთან ერთად უნდა გადარჩეს. ყველა უნდა დაუდგეს მხარში, რომ მათ საკუთარი თავის რეალიზება შეძლონ", - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.
"არ შევეგუებით გაყალბებულ არჩევნებს" - ამ წუთებში, თსუ-ს პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია იწყება. თბილისის ცენტრალურ გამზირზე ახლა ის მოქალაქეები და ოპოზიცური პარტიის წევრები იკრიბებიან, ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა უწვეტი პროტესტი და უწყვეტი წინააღმდეგობა. ცოტა ხანში, პოლიტიკოსები სიტყვით გამოსვლებს დაიწყებენ.