''ვიბრძოლებთ, ჩვენი ხმების დასაბრუნებლად" - ბათუმში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
"ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს" - ბათუმში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. სტუდენტები, მოქალაქეებთან ერთად უნივერსიტეტიდან დაიძრნენ და ფეხით საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიდიან. მსვლელობის მიზანია, მოქალაქეებს შეახსენონ, რომ "ოცნებამ" მათი მათი ხმები მოიპარა.
სტუდენტები ვუერთდებით აქციას საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მოგიწოდებთ საზოგადოებას, რომ გამოხვიდეთ ჩვენმა ერთად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ხერხით ვებრძოლოთ გაყალბებულ არჩევნებს. ვიბრძოლოთ ჩვენი ხმების დასაბრუნებლად, გელოდებით თითოეულ მოქალაქეს'', - ამბობს ერთ- ერთი აქციის მონაწილე.