პროტესტი არის შეუჩერებელი და გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ახალი არჩევნები - მელია
პროტესტი არის შეუჩერებელი და გაგრძელდება მანამ, სანამ არ დადგება ცვლილებები - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა მელიამ "პირველებთან" განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ახლა ახალია არჩევნებია.
პროტესტი არის შეუჩერებელი და გაგრძელდება მანამ სანამ, არ დადგება აქ ცვლილებები. ამ ციხური მდგომარეობიდან გამოსასვლელი არის ერთადერთი გზა - მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები. ასეთი ყალბი მოცემულობა პარლამენტში მსოფლიოს პარლამენტარიზმის ისტორიაშიც კი არ დამდგარა. ამ პარლამენტს აღიარება არ აქვს'', - ამბობს ნიკა მელია.
აქცია გმირთა მოედანზე ინაცვლებს - ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირიდან გმირთა მოედნისკენ ოპოზიციის და აქციის მონაწილეების მსვლელობა მიმდინარეობს.