ხვალინდელ გეგმებზე დღეს გამოვაცხადებთ - ხოშტარია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია აანონსებს, რომ 24-25 ნოემბერთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმა ცნობილი დღეს საღამოს გახდება.
ელენე ხოშტარიას თქმით, მოქალაქეებმა გმირთა მოედნის გადაკეტვის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ თბილისის პარალიზება ერთ-ერთი ეფექტური ფორმაა, რომლითაც ევროპული მომავლის მცველები პროტესტს გამოხატავენ.
ჩვენ ვთქვით, რომ ქალაქის პარალიზება არის ერთ-ერთი ფორმა, რომლითაც პროტესტს გამოვხატავთ. დღეს ეს გადავწყვიტეთ გმირთა მოედანზე. დღეს, 22:00 საათამდე პარალიზებული იქნება ეს ნაწილი. ხვალინდელ გეგმებზე დღეს გამოვაცხადებთ", - ამბობს ელენე ხოშტარია.
აქცია გმირთა მოედანზე ინაცვლებს - ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირიდან გმირთა მოედნისკენ ოპოზიციის და აქციის მონაწილეების მსვლელობა მიმდინარეობს.