გმირთა მოედანზე ვშლით კარვებს და 22:00 საათამდე ვიქნებით აქ - გიორგი ვაშაძე

23.11.24 16:13
გმირთა მოედანზე ვშლით კარვებს და 22:00 საათამდე ვიქნებით აქ - გიორგი ვაშაძე

გმირთა მოედანზე ვშლით კარვებს და  22:00 საათამდე ვიქნებით აქ - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

ორ ლოკაციაზე გავშლით კარავს 10 საათამდე აქ ვართ, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ გმირთა მოედანი. 10 საათამდე ვართ აქ გამაგრებული და ვაჩვენებთ ჩვენს პროტესტს. დაახლოებით 2 საათში გამოვაცხადებთ ხვალინდელ და ზეგინდელ გეგმას, კონკრეტულ ნაბიჯებს, თუ რას ვაპირებთ ხვალ და ზეგ'', - ამბობს გიორგი ვაშაძე.

აქციამ თსუ-დან გმირთა მოედანზე გადაინაცვლა. ოპოზიცია, სამოქალაო საზოგადოება არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები