25-ში თვითმარქვია პარლამენტის პირველ სხდომაზე ალბათ, ღვთაება ივანიშვილსაც გამოაგორებენ - უგულავა
"25-ში თვითმარქვია პარლამენტის პირველი სხდომაა მოწვეული და ალბათ, ღვთაება ივანიშვილსაც გამოაგორებენ" - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ გმირთა მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
გიგი უგულავას თქმით, "ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო ევროპისკენ შემობრუნდა, თუმცა მერე რუსი ივანიშვილის სახით შავი ჭირი გამოჩნდა, რომელმაც ქვეყანა EU-ს დააშორა".
დღევანდელი აქცია გმირთა მოედანზე საღამოს 10 საათამდე გაგრძელდება. მოძრაობა შეწყდება. დღესვე გამოვაცხადებთ მომდევნო დღეების გრაფიკს. იცით, რომ 25-ში თვითმარქვია პარლამენტის პირველი სხდომაა მოწვეული, ალბათ, გამოაგორებენ ღვთაება ივანიშვილს. ემზადებიან, პოლიციას დავალებებს აძლევენ. ეს ჩვენ უფრო მეტად გვამხნევებს. ამიტომ ვემზადებით გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლისთვის", - ამბობს გიგი უგულავა.
აქციამ თსუ-დან გმირთა მოედანზე გადაინაცვლა. ამ წუთებში ადგილზე კარვებს შლიან. როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, გმირთა მოედანი 22:00 საათამდე გადაიკეტება. ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.