საქართველოს გადარჩენა/არ გადარჩენის საკითხი წყდება - ჯაფარიძე
გმირთა მოედანზე, სადაც ამ წუთებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და რიგითი მოქალაქეები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სოფო ჯაფარიძეც მივიდა.
როგორც მიხეილ სააკაშვილის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, დღეს საქართველოს გადარჩენა/არ გადარჩენის საკითხი წყდება.
მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად საქართველოს ძალიან ბევრ ლოკაციაზე არის საპროტესტო, ძალიან მზრდი ტალღა, უამრავი ადამიანი გვიერთდება. საპროტესტო ტალღა და მუხტი იზრდება. მთავარი არის, რომ ბევრი ადამიანი იყოს ქუჩაში. მე მჯერა, რომ ეს ტალღა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში. რეალურად ჩვენი ქვეყნის გადარჩენა არ გადარჩენის საკითხი დგას, ჩვენ ჩვენი ქვეყანა და მისი ევროპული მომავალი უნდა გადაარჩინოთ და ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე'', - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
აქციამ თსუ-დან გმირთა მოედანზე გადაინაცვლა. ამ წუთებში ადგილზე კარვებს შლიან. როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, გმირთა მოედანი 22:00 საათამდე გადაიკეტება. ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.