ოპოზიციის გეგმა ცნობილია: 24 ნოემბერს, 21 საათზე მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან, ღამის გათევა პარლამენტთან
პროევროპული იპოზიციის გეგმა ცნობილია - საპროტესტო აქცია ხვალ, 24 ნოემბერს, 21:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება.
აქციას შეუერთდებიან რეგიონებიდან წამოსული კოლონებიც. ამის შემდეგ ერთობლივი მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით გაიმართება, სადაც აქციის მონაწილეები ღამეს გაათევენ და ხელახალ არჩევნების ჩაყარებას მოითხოვენ.
მინდა, პუნქტობრივად გაგაცნოთ პროდასავლური ოპოზიციის საერთო განცხადება 24 და 25 ნოემბრის დღესთან დაკავშირებით.
24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით, აბსოლუტურად ყველა რესპუბლიკის მოედანზე. პარალელურად, რეგიონებიდან შემოგვიერთდება მსვლელობები, რომელიც ემზადება და დაგეგმილია. 21:00 საათზე, შეკრების შემდგომ, ჩვენ ფეხით მსვლელობით გავემართებით საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც ვაპირებთ, რომ დავრჩეთ ხვალინდელი (24 ნოემბრის) ღამეს.
დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ავტომობილები, რომელიც ჩამოვა „რესპუბლიკის მოედანზე“ , ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ავტომობილები, რომელიც შეიკრიბება „თავისუფლების მოედანზე“ შემდგომი ღამის, დაახლოებით, 2 საათის მანძილზე, მსვლელობას მოაწყობენ თბილისის მასშტაბით იმისთვის, რომ ამ მანქანების მსვლელობით ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვაფხიზლოთ თბილისი და მოვუწოდოთ ყველას, რომ მოხვიდეთ „რუსთაველზე“.
კიდევ ერთხელ, თვითმარქვია „ქართულ ოცნებას“ გვინდა გამოვუცხადოთ, რომ თუ ისინი მაინც გადაწყვეტენ თავყრილობას ხვალ, ეს იქნება თვითგამოცხადებული ადამიანების შეკრება და მეტი არაფერი. ამას მათი მხრიდან არაფერი საერთო არ ექნება არც საქართველოსთან, არც კონსტიტუციასთან, არც პარლამენტთან“, - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ვაშაძემ გმირთა მოედანზე.
წუთებშისაპროტესტო აქცია გმირთა მოედანზე მიმდინარეობს. საქართველსო მოქალაქეები იქ 22:00 საათამდე დარჩებიან.
ფოტო: Ezz Gaber