დადგენილია: აქტივისტებზე მონადირე პოლიციელი, წინა ხელისუფლების დროს, ივანიშვილზე მიმაგრებული კუდის საიდუმლო თანამშრომელი იყო

23.11.24 21:45
დადგენილია: აქტივისტებზე მონადირე პოლიციელი, წინა ხელისუფლების დროს, ივანიშვილზე მიმაგრებული კუდის საიდუმლო თანამშრომელი იყო

"შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, ძალადობაში არა ერთხელ მხილებული პოლიციის მაღალჩინოსანი, ლაშა სალუქვაძე წინა ხელისუფლების დროს, ბიძინა ივანიშვილზე მიმაგრებული კონსპირაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის საიდუმლო თანამშრომელი  იყო. 

 „შაბათის  ეთერმა" გაარკვია ისიც, 2012 წელს სალუქვაძე ივანიშვილის შეხვედრებს, ჟურნალისტის ყალბი აკრედიტაციით ესწრებოდა. გადაცმული რეპორტიორი ცდილობა, მაქსიმალურად მიახლოებოდა ოლიგარქს და მისი გუნდის წევრებს, რომ ჩაწერა მათი საუბრები და შემდეგ, კუდში უნდა მიეტანა. 

როგორც ინფორმირებული წყარო ჰყვება, ლაშა სალუქვაძე ახლა გომელაურის უწყებაში სანდო და გავლენიანი  კაცია, მისი გავლენები კი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც  ძალოვან სისტემაში მის ბოსებს   ერთგულება ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების  დარბევით, ქალ აქტივისტებზე  ძალადობით და ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების მცდელობებით  უკვე დაუმტკიცა.

ლაშა სალუქვაძე წარსულს უარყოფს თუმცა კუდის გაშიფრული თანამშრომლის საქმიანობა  კარგად ახსოვს ეკა ბესელიას. “ქართული ოცნების“  ყოფილი წევრი „შაბათის  ეთერთან. დეტალურად იხსენებს პოლიციის მაღალჩინოსანს, რომელიც ახლა გომელაურის სანდო კაცია, როგორ დადიოდა 2012-ში შეხვედრებზე გამოგონილი ლეგენდით რომ  თითქოს ჟურნალისტი  იყო და ოცნების კამპანიას აშუქებდა, თუმცა სალუქვაძე  მაშინ გაიშიფრა და ეკა ბესელია   უკანონო თვალთვალის გამო მის დაკავებასაც კი ითხოვდა.

ეკა ბესელია "შაბათის  ეთერთან" ამბობს,  რომ ლაშა სალუქვაძე კუდიდან იმ ოპერატიული ჯგუფის წევრი იყო, რომელსაც გურიასა და ურეკში თავად ივანიშვილის ვიზიტების თვალთვალის გარდა, მისი ოჯახის გაკონტროლებაც ჰქონდა დავალებული -ანუ  ფარულად უთვალთვალებდა ყველას, ვინც ურეკში და გურიაში -ოლიგარქის   ძმებთან ან ნათესავებთან  მიდიოდა ან კავშირი ჰქონდა.

"შაბათის ეთერის" არაერთი მცდელობის შემდეგ,  ლაშა სალუქვაძე იძულებული გახდა, დაედასტურებინა, რომ ის კუდის  თანამშრომელი იყო  და ოპერატიულ საქმიანობასაც ეწოდა.

პოლიციელები ნაციონალური წარსულით - მარიამ გაფრინდაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები