ელენე ხოშტარია: არ ვაღიარებთ და არ ვიღებთ! – „ოცნება“ იქნება სრულ იზოლაციაში

23.11.24 18:57
 ელენე ხოშტარია: არ ვაღიარებთ და არ ვიღებთ! – „ოცნება“ იქნება სრულ იზოლაციაში

ყველას უნდა ესმოდეს, რომ სადაც და როგორც არ უნდა შეიკრიბონ, „ქართული ოცნება“ არის მარტო - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, გმირთა მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 25 ნოემბერს ივანიშვილის პარტია მარტო იქნება, იქ არცერთი დიპლომატი და პოლიტიკოსი არ იქნება: 

ხვალ საღამოს, 21:00 საათზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ერთად ვიყოთ და მოვემზადოთ 25 რიცხვისთვის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ სადაც და როგორც არ უნდა შეიკრიბონ, „ქართული ოცნება“ არის მარტო. დარჩებიან მარტო, იქ არცერთი დიპლომატი და პოლიტიკოსი არ იქნება, ისინი სრულ იზოლაციაში იქნებიან. ჩვენი მიზანია, რომ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ მათი შეკრება არ ნიშნავს მთავრობად ჩამოყალიბებას, არ ვაღიარებთ და არ ვიღებთ!

ჩვენ ვართ ბევრად მეტნი, ამიტომ მნიშვნელოვანია მანქანებითა და ფეხით მსვლელობა, ღამე დარჩენა და 25 რიცხვში იმის თქმა, რომ საქართველო არის ეს და არა იქ შეკრებილი თვითმარქვია რაღაც პატარა ჯგუფი“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები