დადგენილია იმ პირის ვინაობა, რომელიც სამოქალაქო აქტივისტს ახრჩობდა

23.11.24 21:56
დადგენილია იმ პირის ვინაობა, რომელიც სამოქალაქო აქტივისტს ახრჩობდა

დადგენილია იმ პირის ვინაობა, რომელიც სამოქალაქო აქტივისტს, საბა სხვიტარიძეს ახრჩობდა - კადრებში, რომელიც „ტვ პირველის“ კამერამ მელიქიშვილის  გმირზე 19 ნოემბერს დილით  გადაიღო ჩანს, რომ სხვიტარიძეს ერთ-ერთი პოლიციელი თავში  ჩანთას ურტყამს. ამ ფაქტიდან რამდენიმე წამში  საბა სხვიტარიძე პოლიციის ალყაში აღმოჩნდა მის დაკავებას ძალის გამოყენებით ჯერ საპატრულო პოლიცია ცდილობდა, რამდენიმე  წამში  კი  სპეცოპერაციაში   კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ნიღბიანი თანამშრომელიც ჩაერთო. 

სახეს მალავდა, თუმცა შაბათს ეთერმა დაადგინა, რომ ნიღბიანი პოლიციელი რომელიც სხვიტარიძეს ყელზე უჭერს ვანიკო  პარკაულია 

ვანო პარკაულმა და მისმა დანაყოფმა დაკავებული საბა სხვიტარიძე  საბოლოოდ პოლიციის ავტომობილამდე პირდაპირი მნიშვნელობით თმით თრევით მიიყვანეს. სხვიტარიძე შველას ითხოვდა თუმცა პოლიცია მასთან მიახლოების უფლებას  არავის აძლევდა.

საბა სხვიტარიძე გომელაურის უწყების თანამშრომლებმა 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქციის დროს 15 სხვა დემონსტრანტთან ერთად დააკავა. 

სამართალდამცავები აქტივისტს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. 

მსგავსი სიახლეები