ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა უპრეცედენტოო რაოდენობაა მობილიზებული

23.11.24 20:17
ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა უპრეცედენტოო რაოდენობაა მობილიზებული

ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა უპრეცედენტოო რაოდენობაა მობილიზებული - ადგილზე ათობით პოლიციელი იმყოფება. ვარაზის ხევის სამანქანო გზის ნაწილი სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს პოლიციის მანქანით, ე.წ. მინივენებით აქვთ ჩაკეტილი. ეს სწორედ ის ავტომობილია, რომლითაც აქციაზე დაკავებულები გადაჰყავთ ხოლმე. 

პოლიციელები ამბობენ, რომ ისინი საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ. 

ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძე ამ დროისთვის არ გამოჩენილა. 

პარალელურად, გმირთა მოედანზე აქცია მიმდინარეობს. არჩევნების ხელახალი დანიშვნის მოთხოვნით ადგილზე აქცია დღეს 22:00 საათამდე გაგრძელდება. ხვალ 24 ნოემბერს, 21:00 საათზე ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბება, საიდანაც საქართველოს პარლამენტისკენ ფეხით მსვლელობას გამართავს.

თბილისში შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან რეგიონებიდან წამოსული მოქალაქეები, ამის შემდგომ კი, დედაქალაქის მასშტაბით მანქანებით მსვლელობა გაიმართება. 

მოქალაქეები მთელ ღამეს საკანონმდებლო ორგანოსთან გაათევენ. 

მსგავსი სიახლეები