სინდისის პატიმარი მათე - ამბავი 20 წლის მუსიკოსზე თელავიდან
სინდისის პატიმარი მათე - 20 წლის ბიჭის ამბავი, რომელსაც 7 წლიანი ციხისთვის სწირავენ.
- "შაბათის ეთერმა" 20 წლის მუსიკოსის საპროტესტო აქციაზე გადადგილების მარშრუტი გაშიფრა, რომელიც ტვ პირველმა, 19 ნოემბერს, უნივერსიტეტთან აქციის დაშლის შემდეგ, მელიქიშვილის ქუჩაზე გადაიღო. კადრებში ჩანს, რომ 20 წლის მათე დევიძე მეგობრებთან ერთად მშვიდობიან მსვლელობაში მონაწილეობს. დაახლოებით 20-მდე ახალგაზრდა გზაზე მიდის, პოლიცია კი პერიმეტრზე არ ჩანს.
- კადრების მიხედვით, ამ დროს ახალგაზრდების მცველობას ავტობუსი მიადგება, რომელსაც ისინი გზას უხსნიან და ატარებენ. მათე და მეგობრები საპროტესტო აქციების ეპიცენტრს, მსვლელობით ტოვებენ და "საქართველოს" სკანდირებენ.
კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი რომელიც "პირველებმა" გადაიღო, ადასტურებს, რომ აქცია სრულად მშვიდობიანია, არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს, ვიდრე ადგილზე პოლიციის თანამშრომელი, ლაშა სალუქვაძე არ ჩნდება - ის ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიასთან მიდის, კონფლიქტი იწყება და უეცრად პოლიცია, ამ კონფლიქტს ხალხის აგრესიული ფორმით დაკავებების საბაბად იყენებს. მათე ამ დროს მოშორებით მსვლელობაში სხვა მონაწილეებთან ერთად არის, მეგობრების მსგავსად, ის დაპირისპირების ეპიცენტრისკენ მიდის.
- დაპირისპირების ეპიცენტრში მათე სხვა ათობით აქტივისტებთან ერთად ექცევა, პოლიცია მომიტინგეებს, ითრევს და აკავებს, ამ დროს მათე, იქნევს დროშის ტარს, კადრების შევლებით დგინდება რომ პირველ შემთხვევაში ის პოლიციელს არ ხვდება.
პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი სასამართლო პროცესის დაწყებამდე პოლიციელების ხელებზე ნაკაწრებს ითვლიდა რომ 20 წლის მათეს ციხეში გაშვება დაესაბუთებინა, ის ინტერვიუში თავადაც აღიარებს, რომ სამიდან ერთს ნაკაწრებიც კი ვერ უპოვა.
- ორიდან ერთზე ამტკიცებს რომ დაზიანება სახის არეში აქვს, თუმცა კადრების ყველა რაკურსის გრაფიკული დამუშავების შემდეგაც არ ჩანს, რომ დროშა ვინმეს სახეში ხვდება.
პროკურატურას არ აქვს ექსპერტიზას დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა, როდის ან რა საგნით მიადგათ დაზიანებები პოლიციელებს, მოსამართლემ დავით ჩხიკვაძემ სათათბიროდ გასვლის გარეშე, 20 წლის მათე ციხეში ისე გაუშვა, რომ სასწრაფოს ექიმის შედგენილ სამედიცინო ბარათს დაეყრდნო.
საბას მეგობრებს სასამართლო პროცესიდან დარჩათ განცდა, რომ მოსამართლემ მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქცია შეასრულა, დაამოწმა მოთხოვნა რომელიც პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა მიუტანა.
ახალგაზრდები დარწმუნებულები არიან, რომ რეჟიმს ხალხის დასაშინებლად წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მათე მსხვერპლად უნდა შეეწირა.