მოშიმშილე ისაკო დევიძე კლინიკიდან იზოლატორში დააბრუნეს
საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტი ისაკო დევიძე, რომელიც დღეს იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს, ისევ საპატიმროში დააბრუნეს.
ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე აქვეყნებს.
ადვოკატის ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა "ვივა მედის" ექიმი არც ადვოკატებს გაესაუბრა და არც დევაძის ოჯახის წევრებს:
"ისაკო დევიძე ისევ დააბრუნეს ზაჰესის იზოლატორში …
ვივამედის ექიმი არც ადვოკატებს გაგვესაუბრა და არც ოჯახის წევრებს, ისაკოს ჯანმრთელობის შესახებ რომ მოეწოდებინა ინფორმაცია!!!
ისაკოს ჭირდება 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობა რადგან არის მშრალ შიმშილზე - წყალსაც არ იღებს და იმის მაგივრად ვივამედიში დაეტოვებინათ ისევ იზოლატორში გადაიყვანეს!!
სისტემის ანგარიშსწორება თავისუფალ ადამიანებზე გრძელდება!!" წერს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
ისაკო დევიძე 18 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე დააკავეს. მას რვა დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ახალგაზრდას სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ახალგაზრდამ იზოლატორში მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.