"ოცნება" კოშმარად იქცა... გვაშფოთებს პროსუსული ძალები და პროპაგანდა - კონგრესმენები
„ოცნება“ კოშმარად გადაიქცა, - ასე აფასებენ ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს. ამის შესახებ მათ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრეს. კონგრესმენები პირდაპირ ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" რუსეთთან ეღტად მოქმედებს.
იმედაგცრუებული დავრჩი. ვფიქრობ, რომ „ოცნება“ კოშმარად გადაიქცა. ვფიქრობ, ისინი ძალიან იყვნენ დაკავშირებული, ჩართულნი რუსეთთან. ეს სამწუხაროა, - ამბობს სტივ კოენი.
კონგრესმენი მაი ქუიგლი ამბობს, რომ საქართველოს არჩევნებში რუსეთის ხელი ურევია და ეს ყველასთვის ცხადია.
მაშფოთებს საქართველოში კრემლის სახელმძღვანელოთი მოქმედების ხილვა. მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ვხედავთ არჩევნებში ჩარევას, - ამბობს მაიკ ქუიგლი.
დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი დებორა როსი პარალელს მოლდოვასთან ავლებს და ამბობს, რომ სწორედ ის არის მაგალითი, რომელმაც რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლოს მოგება შეძლო.
ძალიან მაშფოთებს პრორუსული ძალები და პროპაგანდა. ვფიქრობ, რაც ცოტა ხნის წინ მოლდოვაში ვიხილეთ არის მაგალითი ქვეყნის, რომელმაც ამის წინააღმდეგ იბრძოლა და განსაკუთრებული სამუშაო შეასრულა. ასე რომ, რაც აშშ-მ უნდა გააკეთოს ისაა, რომ ხმარი დაუჭიროს ქვეყნებს, რომლებსაც სურთ, ამას წინააღმდეგობა გაუწიონ, - ამბობს დებორა როსი.