ივანიშვილის პროპაგანდა, თითქოს ტრამპის მოსვლის შემდეგ ამერიკის პოლიტიკა შეიცვლებოდა, მტკნარი სიცრუეა - ბოკუჩავა

24.11.24 12:04
ივანიშვილის პროპაგანდა, თითქოს ტრამპის მოსვლის შემდეგ ამერიკის პოლიტიკა შეიცვლებოდა, მტკნარი სიცრუეა - ბოკუჩავა

ივანიშვილის პროპაგანდა, თითქოს ტრამპის მოსვლის შემდეგ ამერიკის პოლიტიკა შეიცვლებოდა, მტკნარი სიცრუეა, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა საუბრობს.  პოლიტიკოსის თქმით, "რუსული რეჟიმის" წინააღმდეგ ამერიკის ადმინისტრაცია თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. 

ილუზიები და პროპაგანდა, რომელსაც ივანიშვილი ავრცელებდა, თითქოს პრეზიდენტ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ შეიცვლებოდა ამერიკის პოლიტიკა პრორუსული რეჟიმის მიმართ, იყო მტკნარი სიცრუე და ამას ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საკუთარი პოლიტიკით დაადასტურებს, რაც ძალიან ნათელი იქნება ქართველი ხალხისთვის უახლოეს მომავალში, - მაბობს ბოკუჩავა. 

შეგახსენებთ, აშშ-ს მიმდინარე არჩევნების დროს "ქართული ოცნება" ირწმუნებოდა, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში,   ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობები გადაიტვირთებოდა. მმართვ ელი პარტია ირწმუნებოდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი საქართელოსთან მიმართებაში ბაიდენიბოკუსგან განსხვავებულ პოლიტიკას აწარმოებდა.   

მსგავსი სიახლეები